ონლაინ მარკეტინგი დღეს.
“ონლაინ მარკეტინგი/ციფრული მარკეტინგი” – ეს ტერმინი დამკვიდრდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დაიწყო ციფრული სერვისების განვითარება. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის კვალდაკვალ დაიწყო რეკლამირების და მარკეტინგის ტრადიციული ფორმების და საშუალებების ტრანსფორმაცია ციფრულ არხებში.
მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებლის ზრდასთან ერთად დღითიდღე იზრდება ინტერნეტ რეკლამის მნიშვნელობა და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება ციფრული სარეკლამო არხებიც.
იხ. ჩვენი სერვისები
ონლაინ მარკეტინგს ტრადიციულთან შედარებით ცალსახა უპირატესობა აქვს. ეს არის: მზარდი წვდომა მიზნობრივ აუდიტორიაზე,
ხარჯეფექტურობა, საშუალება ფოკუსირება მოახდინო კონკრეტულ სეგმენტზე და შესაბამისად მნიშვნელოვნათ გაზარდო ამა თუ იმ კამპანიის პროდუქტიულობა, ასევე დათვალო შედეგები ზუსტად.
თანამედროვე სამყაროში ძნელად წარმოსადგენია განავითარო თანამედროვე ბიზნესი ონლაინ მარკეტინგის გარეშე.
დღეს, ნებისმიერი ბიზნესისთვის იქნება დამწყები, თუ მოქმედი მუდმივ გამოწვევად დგას ციფრული პლატფორმების და არხების ათვისება, ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შექმნა, სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბება, განვითარება და ეფექტურად მართვა. ამ გამოწვევებზე პასუხის გაცემა წარმოუდგენელია ონლაინ მარკეტინგის ძლიერი სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის გარეშე.