რეკლამა გუგლში – (გუგლის რეკლამა) – GOOGLE რეკლამა – Google ads რეკლამა
რეკლამა გუგლში (Google Ads) არის ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს უჩვენოს საკუთარი პროდუქტი ან სერვისი პოტენციურ მომხმარებელს ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ის შესაბამის ინფორმაციას ეძებს.
Google-ში ყოველდღიურად მილიონობით ძიების ოპერაცია სრულდება, უამრავი პოზიტიური ფაქტორის გამო მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი Google -ს საძიებო სისტემას იყენებს.
ტექსტზე დაფუძნებული ძებნის რეკლამის განთავსება Google-ს საძიებო სისტემაში საუკეთესო საშუალებაა ბრენდის ცნობადობის ამაღლებისთვის, პოტენციურ მომხმარებლებზე თქვენს მიერ შეთავაზებული მომსახურების და აქციების რეკლამირებისთვის და რეალურად უდიდესი წვლილი შეაქვს გაყიდვების ზრდაში.
რეკლამა გუგლში – ეს არის თქვენი პროდუქტის და მომსახურების ყველაზე წარმატებული გაყიდვის არხი. ასევე გზა, რომელიც ეფექტური სარეკლამო კამპანიის პირობებში მინიმალური დანახარჯებით მოგიტანთ მაქსიმალურ შედეგს.
გუგლის რეკლამა – ეს არის ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენი ბიზნესი ან პროდუქტი მიაწოდოთ მილიონობით პოტენციურ მომხმარებელს მთელს მსოფლიოში.
გუგლის რეკლამის უპირატესობები:
- ფართო აუდიტორია: გუგლი არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა, რომელსაც მილიარდობით ადამიანი იყენებს ყოველდღიურად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი რეკლამა აჩვენოთ უზარმაზარ აუდიტორიას;
- მიზნობრიობა: გუგლის რეკლამა გაძლევთ საშუალებას, რომ თქვენი რეკლამა აჩვენოთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პარამეტრები, როგორიცაა საკვანძო სიტყვები, დემოგრაფიული მონაცემები და მდებარეობა, რათა თქვენი რეკლამა უფრო ეფექტური გახადოთ;
- გაზომვადი შედეგები: გუგლის რეკლამა გაძლევთ საშუალებას, რომ გაზომოთ თქვენი სარეკლამო კამპანიის შედეგები. შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი ადამიანი ნახულობს თქვენს რეკლამას, რამდენი ადამიანი აჭერს მას და რამდენი ადამიანი ეცნობა თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას;
- მოქნილობა: გუგლის რეკლამა გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სარეკლამო კამპანიებს, რომლებიც მორგებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე და მიზნებზე. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სარეკლამო კამპანია, რომელიც შეესაბამება თქვენს ბიუჯეტს და მარკეტინგულ მიზნებს.
გუგლის რეკლამა – (SEARCH NETWORK) – გამოჩნდი GOOGLE-ს საძიებო სისტემაში.

სტატისტიკის მიხედვით საძიებო სისტემაში მთელი “ტრაფიკის” მესამედი ძიების პირველ რეზულტატზე მოდის, 17% მეორე პოზიციაზე. ანუ, მთელი “ტრაფიკის” ნახევარი მხოლოდ პირველ და მეორე პოზიციაზე და ამავდროულად მაძიებლების 75% საერთოდ არ სტუმრობს საძიებო სისტემის მეორე გვერდს.
ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომელ პოზიციაზე განათავსებთ თქვენს რეკლამას გუგლში. როგორი იქნება რეკლამის ტექსტი და მოახდენს თუ არა ის მაძიებლის დაინტერესებას.

AdSource გთავაზობთ ეფექტური ტექსტური რეკლამის შექმნას გუგლში, რომელიც დაეყრდნობა რელევანტურ “ქონთენთს”, რეალურ საკვანძო სიტყვებს, ფრაზებს და სწორ სტრატეგიას. ჩვენს მიერ შექმნილ ტექსტურ რეკლამას გუგლი მაღალი შეფასებით აფასებს, რადგან სრულად აკმაყოფილებს Google-ს პოლისის მკაცრ მოთხოვნებს, ექვემდებარება ოპტიმიზაციას და მაქსიმალურად ერგება ალგორითმს, რომელსაც იყენებს Google-ს საძიებო სისტემა.
ყოველივე ეს განაპირობებს საძიებო სისტემაში, თანაბარ პირობებში, პირდაპირ კონკურენტებთან თქვენი რეკლამის უპირატესობას და ძიების რეზულტატებში კონკურენტების რეკლამის წინ პოზიციონირებას გაცილებით დაბალი ფასის გადახდით, ვიდრე ამავე პოზიციაზე რეკლამის განთავსებაზე გადაიხდის სხვა.

ჩვენ განვსაზღვრავთ რეალურ ბიუჯეტს და ეფექტური ხარჯვის პირობებში ვუზრუნველყობთ Google-ს საძიებო სისტემაში თქვენი რეკლამის “TOP” პოზიციებზე განთავსებას.
GOOGLE MY BUSINESS – გამოჩნდი Google-ს რუკაზე და შექმენი რეკლამა გუგლში
რეკლამა გუგლში – საძიებო სისტემაში ჩვენ შევქმნით გვერდს, სადაც განვათავსებთ თქვენი კომპანიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას, როგორც საკონტაქტო, ასევე ოფისების ადგილმდებარეობის და სამუშაო საათების შესახებ. ასევე, მოვახდენთ კონკურენტული უპირატესობის დემონსტრირებას, რაც გააჩნია თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას.
თქვენი ბიზნესი Google-ს რუკაზე

ამავდროულად თქვენს გვერდს გავხდით ადვილად მოსაძებნს. ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ გამოჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანები ეძებენ თქვენს ან მსგავსი პროფილის კომპანიას Google-ს საძიებო სისტემაში ან Google Maps-ში.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი. მიიღოთ შეტყობინებები თქვენი პროდუქტით და სერვისებით დაინტერესებული პოტენციური მომხმარებლებისგან.
ადაბტირებული დიზაინის მეშვეობით თქვენი გვერდი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოწყობილობისათვის. როგორიცაა: კომპიუტერი, პლანშეტი და მობილური ტელეფონი.
რეკლამა გუგლში (DISPLAY NETWORK) – გაზარდე ბრენდის ცნობადობა.
Google-ს პარტნიორი მილიონობით პორტალი, ვებ.გვერდი და ბლოგი, რომელიც ჩართულია Google AdSense– ში წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, სადაც შეგიძლიათ თქვენი რეკლამის ჩვენება. Display Network-ში გაშვებული რეკლამა მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებლების 90%-ს აღწევს დაGoogle-ს ეს სარეკლამო არხი საუკეთესო შესაძლებლობაა ფართო აუდიტორიაზე სამუშაოდ.
AdSource გთავაზობთ გრაფიკული საეკრანო ბანერების განთავსებას Google-ს პარტნიორ პორტალებზე, როგორიცაა YouTube, ასევე Gmail და ის ვებ.გვერდები და აპლიკაციები, რომლებიც ჩართულია Google AdSense-ში.
ზუსტი “თარგეთირების” მეშვეობით ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას კონკრეტულ სეგმენტზე. გამოვიყენებთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს და თქვენს რეკლამას მივცემთ სწორ მიმართულებას. რეკლამას ვაჩვენებთ მიზანმიმართულად იმ აუდიტორიას, რომლისგანაც გაქვთ თქვენი კომპანიის მომსახურების მიღების მოლოდინი.
GOOGLE ANALYTICS – მართე გუგლის სარეკლამო კამპანიები

ეს არის სტატისტიკის ძლიერი მოდული. Google-ს ეს სერვისი გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ მიმდინარე სარეკლამო კამპანიის სრული ანალიზი.
AdSource გთავაზობთ Google Analytics-ში თქვენი ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიზნების წინასწარ ფორმირებას და ამ მიზნებიდან გამომდინარე თქვენი სარეკლამო კამპანიის კიდევ უფრო სწორად და ეფექტურ მართვას.
ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის ინსტრუმენტებს, რათა განვსაზღვროთ თითოეული სარეკლამო არხის ეფექტურობა. როგორიცაა:
- საძიებო სისტემები;
- სოციალური მედია;
- რეფერალური გადმოსვლები სხვადასხვა ვებ.პორტალებიდან;
- ორგანული ძიებების შედეგები და სხვა.
გაზომვადი შედეგები და ანალიტიკა
სტატისტიკაზე დაყრდნობით თქვენ შეძლებთ გაზომოთ შედეგი რეალურ დროში, შეაფასოთ არჩეული სტრატეგია, გააანალიზოთ სარეკლამო არხების ეფექტურობა და რაციონალურად გამოიყენოთ მარკეტინგული რესურსი.
- ცნობადობის ამაღლება: გაზარდეთ თქვენი ბრენდისა და ბიზნესის ცნობადობა უმოკლეს დროში.
- გაყიდვების ზრდა: მოიზიდეთ ახალი მომხმარებლები და გაზარდეთ გაყიდვები მნიშვნელოვნად.
- შედეგის მიღწევა: მიაღწიეთ წარმატებულ შედეგს სწრაფად და ეფექტურად, მინიმალური დანახარჯებით.
Google Ads-ის გამოყენების ძირითადი უპირატესობები:
- ზუსტი ანალიტიკა და კონტროლი: სტატისტიკაზე დაყრდნობით ზომავთ შედეგს რეალურ დროში, აფასებთ არჩეულ სტრატეგიას, აანალიზებთ სარეკლამო არხების ეფექტურობას და რაციონალურად იყენებთ მარკეტინგულ რესურსს.
- ცნობადობის ამაღლება: ზრდით თქვენი ბრენდისა და ბიზნესის ცნობადობას უმოკლეს დროში.
- გაყიდვების ზრდა: იზიდავთ ახალ მომხმარებლებს და მნიშვნელოვნად ზრდით რეალურ გაყიდვებს.
- მაქსიმალური შედეგი: აღწევთ წარმატებულ შედეგს სწრაფად, ეფექტურად და მინიმალური დანახარჯებით.
ჩვენ შევქმნით თქვენი ბიზნესის ხედვასა და მიზნებზე აგებულ წარმატებულ კამპანიას და დავამკვიდრებთ თქვენს ბრენდს ვებ სივრცეში.
- “ციფრული მარკეტერი”
- ძებნის რეკლამა
- საბანერო რეკლამა
- Google Analytics
- SEO ოპტიმიზაცია
- SEO თუ Google Adwords
- ციფრული მარკეტინგი
- აუთსორსინგი Adsource-ში
- ვებ გვერდის დამზადება wordpress-ზე
რეკლამა გუგლში (Google Ads) – ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
1. რა ღირს რეკლამის განთავსება Google-ში?
Google Ads-ში ფიქსირებული ფასი არ არსებობს. ბიუჯეტს განსაზღვრავთ თქვენ. გადახდა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი დააწკაპუნებს თქვენს რეკლამაზე (Pay-Per-Click / CPC). თითო დაწკაპუნების ღირებულება დამოკიდებულია სფეროში არსებულ კონკურენციასა და არჩეულ საკვანძო სიტყვებზე.
2. რა უპირატესობა აქვს Google-ის საძიებო რეკლამას (Search Ads)?
საძიებო რეკლამის მთავარი უპირატესობა მაღალი მიზნობრიობაა. თქვენი განცხადება უჩნდება მხოლოდ იმ მომხმარებელს, რომელიც ამ წამს აქტიურად ეძებს თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას, რაც მკვეთრად ზრდის კონვერსიასა და გაყიდვებს.
3. როგორ მუშაობს Google Ads (გუგლ ადს)?
Google Ads არის მიზნობრივი სარეკლამო სისტემა, რომელიც თქვენს შეთავაზებას უჩვენებს პოტენციურ კლიენტებს ზუსტად მაშინ, როცა ისინი Google-ში შესაბამის პროდუქტს ან სერვისს ეძებენ.
4. რა დრო სჭირდება Google-ში რეკლამის გაშვებას?
გუგლში ტექსტური რეკლამის გაშვებასა და საძიებო სისტემაში გამოჩენას ჩვეულებრივ 2-დან 24 საათამდე სჭირდება. ეს დამოკიდებულია კამპანიის სწორად დაგეგმვასა და Google-ის სარეკლამო პოლიტიკის მოთხოვნებზე.
5. როგორ იგეგმება და იხარჯება სარეკლამო ბიუჯეტი?
სწორი ბიუჯეტირება უზრუნველყოფს თანხის მიზნობრივად ხარჯვას. „AdSource“ განსაზღვრავს რეალურ ბიუჯეტს და ეფექტური მართვის პირობებში უზრუნველყოფს თქვენი რეკლამის საუკეთესო (TOP) პოზიციებზე განთავსებას მინიმალური დანახარჯებით.
6. რა ტიპის კამპანიები არსებობს Google Ads-ში?
ძირითადი ტიპებია: საძიებო რეკლამა (Search Network) ძიების შედეგებისთვის, საბანერო რეკლამა (Display Network) ცნობადობისთვის, ვიდეო რეკლამა YouTube-ზე და Google Maps-ზე რეგისტრაცია.
7. რა არის Google-ის საბანერო რეკლამა (Display Network)?
ეს არის გრაფიკული სარეკლამო ბანერები, რომლებიც განთავსებულია Google-ის პარტნიორ მილიონობით ვებსაიტზე, პორტალზე, YouTube-სა და Gmail-ში. საუკეთესო არხია ბრენდის ცნობადობის სწრაფად გასაზრდელად და ფართო აუდიტორიის მოსაზიდად.
8. რა არის გუგლ რეკლამის მიზნობრივი აუდიტორია?
მიზნობრივი აუდიტორია გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი პროდუქტით. Google Ads გაძლევთ საშუალებას გაფილტროთ აუდიტორია საკვანძო სიტყვების, მდებარეობისა და დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით.
9. რა სარგებელს მოაქვს ბიზნესისთვის Google-ის რუკაზე (Google Business Profile) რეგისტრაცია?
Google Maps-ზე განთავსებით თქვენი კომპანია ადვილად მოსაძებნი ხდება რუკასა და საძიებო სისტემაში. მომხმარებელი მარტივად ნახავს თქვენს მისამართს, სამუშაო საათებს, საკონტაქტო ნომერს და შეძლებს პირდაპირ დაკავშირებას ნებისმიერი მოწყობილობიდან.
10. რისთვის გამოიყენება Google Analytics?
Google Analytics არის ძლიერი ანალიტიკური მოდული, რომელიც საშუალებას გაძლევთ ზუსტად გაზომოთ სარეკლამო კამპანიის შედეგები რეალურ დროში – ნახოთ ვინ შემოვიდა საიტზე, რამდენი ადამიანი დაინტერესდა სერვისით და რამდენად ეფექტურად იხარჯება მარკეტინგული ბიუჯეტი.

