SEARCH NETWORK – გამოჩნდი Google-ს საძიებო სისტემაში.
რეკლამა გუგლში–google-ში ყოველდღიურად მილიონობით ძიების ოპერაცია სრულდება. უამრავი პოზიტიური ფაქტორის გამო მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი Google -ს საძიებო სისტემას იყენებს.
ტექსტზე დაფუძნებულირეკლამის განთავსებაGoogle-ს საძიებო სისტემაში საუკეთესო საშუალებაა ბრენდის ცნობადობის ამაღლებისთვის, პოტენციურ მომხმარებლებზე თქვენს მიერ შეთავაზებული მომსახურების და აქციების რეკლამირებისთვის და რეალურად უდიდესი წვლილი შეაქვს გაყიდვების ზრდაში.
რეკლამა გუგლში – ეს არის თქვენი პროდუქტის და მომსახურების ყველაზე წარმატებული გაყიდვის არხი.
ასევე გზა, რომელიც ეფექტური სარეკლამო კამპანიის პირობებში მინიმალური დანახარჯებით მოგიტანთ მაქსიმალურ შედეგს.
სტატისტიკის მიხედვით საძიებო სისტემაში მთელი“ტრაფიკის”მესამედი ძიების პირველ რეზულტატზე მოდის, 17% მეორე პოზიციაზე. ანუ, მთელი “ტრაფიკის” ნახევარი მხოლოდ პირველ და მეორე პოზიციაზე და ამავდროულად მაძიებლების 75% საერთოდ არ სტუმრობს საძიებო სისტემის მეორე გვერდს.
ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომელ პოზიციაზე განათავსებთ თქვენსრეკლამას. როგორი იქნებარეკლამის ტექსტიდა მოახდენს თუ არა ის მაძიებლის დაინტერესებას.
AdSourceგთავაზობთ ეფექტური ტექსტური რეკლამის შექმნას გუგლში, რომელიც დაეყრდნობა რელევანტურ “ქონთენთს”, რეალურ საკვანძო სიტყვებს, ფრაზებს და სწორ სტრატეგიას. ჩვენს მიერ შექმნილ ტექსტურ რეკლამას გუგლი მაღალი შეფასებით აფასებს, რადგან სრულად აკმაყოფილებს Google-ს პოლისის მკაცრ მოთხოვნებს, ექვემდებარება ოპტიმიზაციას და მაქსიმალურად ერგება ალგორითმს, რომელსაც იყენებსGoogle-ს საძიებო სისტემა.
ყოველივე ეს განაპირობებს საძიებო სისტემაში, თანაბარ პირობებში, პირდაპირ კონკურენტებთან თქვენი რეკლამის უპირატესობას და ძიების რეზულტატებში კონკურენტების რეკლამის წინ პოზიციონირებას გაცილებით დაბალი ფასის გადახდით, ვიდრე ამავე პოზიციაზე რეკლამის განთავსებაზე გადაიხდის სხვა.
ჩვენ განვსაზღვრავთ რეალურ ბიუჯეტს და ეფექტური ხარჯვის პირობებში ვუზრუნველყობთGoogle-ს საძიებო სისტემაში თქვენი რეკლამის “TOP” პოზიციებზე განთავსებას.
GOOGLE MY BUSINESS – გამოჩნდი Google-ს რუკაზე.
რეკლამა გუგლში – ჩაერთეთ Google-ს “ლისთინგში”. საძიებო სისტემაში ჩვენ შევქმნით გვერდს, სადაც განვათავსებთ თქვენი კომპანიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას, როგორც საკონტაქტო, ასევე ოფისების ადგილმდებარეობის და სამუშაო საათების შესახებ. ასევე, მოვახდენთ კონკურენტული უპირატესობის დემონსტრირებას, რაც გააჩნია თქვენს პროდუქტს ან მომსახურებას. ამავდროულად თქვენს გვერდს გავხდით ადვილად მოსაძებნს. ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ გამოჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანები ეძებენ თქვენს ან მსგავსი პროფილის კომპანიას Google-ს საძიებო სისტემაში ანGoogle Maps-ში.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი. მიიღოთ შეტყობინებები თქვენი პროდუქტით და სერვისებით დაინტერესებული პოტენციური მომხმარებლებისგან.
ადაბტირებული დიზაინის მეშვეობით თქვენი გვერდი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოწყობილობისათვის. როგორიცაა: კომპიუტერი, პლანშეტი და მობილური ტელეფონი.