SEO თუ Adwords?


SEO თუ Adwords?

 

SEO თუ Google Adwords? – ეს საკითხი, ყველა იმ კომპანიის წინაშე დგას, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ცდილობს მომხმარებლის მოზიდვას.

SEO და Adwords ორივე საძიებო სისტემაში ციფრული მარკეტინგის კეთების შემადგენელი კომპონენტია. მათ აქვთ მსგავსებაც და განსხვავებაც. ბიზნესის წინაშე მდგარი მიზნებიდან გამომდინარე შესაძლოა გამოყენებულ იქნას ცალ-ცალკე ან ორივე ერთად.


seo თუ google adwords?

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ეძებს ინტერნეტში საძიებო სისტემების (google, bing, yahoo და yandex) მეშვეობით სხვადასხვა პროდუქტს და მომსახურებას.  მათ შორის ყველაზე პოპულარულია Google-ს საძიებო სისტემა.

ხშირად ჩნდება კითხვა, რა ალგორითმს იყენებს საძიებო სისტემები და რა კრიტერიუმებით არჩევს ვებ.გვერდს წამყვან პოზიციებზე პოზიციონირებისთვის?

(seo)

ზუსტად რა ალგორითმს იყენებენ საძიებო სისტემები უცნობია, თუმცა ალგორითმის ცალკეული ელემენტების გამოცნობა შესაძლებელია. ხდება შესწავლა და გამოყენება.

ამ პროცესს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, ანუ (SEO) ეწოდება. SEO მოიცავს ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიმართულია  ვებ. გვერდის საძიებო სისტემაში ადაპტირებისკენ და ოპტიმიზაციისკენ წამყვან პოზიციებზე გაყვანის მიზნით.

SEO რთული და კომპლექსური ელემენტებისგან შედგება. საჭიროებს მუდმივ განვითარებას და ინფორმაციის ფლობას უახლესი გამოწვევების და ცვლილებების შესახებ. ეფექტის მიღებას სჭირდება დრო, მაგრამ შედეგები მყარია და დიდი ხნის განმავლობაში რჩება.

იხ. seo ოპტიმიზაცია

Google Adwords.

Google მუდმივად ანვითარებს ამ სარეკლამო არხს და იზრდება რეკლამირების შესაძლებლობებიც.

Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამირებისას, თქვენი რეკლამა ჩნდება უპირატესად სხვა ორგანული შედეგების მიმართ.

Google-ში რეკლამა, იგივე შედეგებს იძლევა, რასაც SEO, თუმცა მისგან განსხვავებით უმოკლეს დროში და ფართო შესაძლებლობების გამოყენების პერსპექტივით.

ასევე ხდება შესაძლებელი საკვანძო სიტყვების და ფრაზების ფართო სპექტრის გამოყენება და დაკავშირება.

საძიებო სისტემაში რეკლამირების გარდა Google Adwords თქვენ შესაძლებლობას გაძლევთ გაუშვათ საბანერო რეკლამები Google-ს  პარტნიორ პორტალებზე, ბლოგებსა თუ აპლიკაციებზე, რაც თქვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდის და მისი წარმატების უზრუნველყოფის საუკეთესო შესაძლებლობაა. ეს კი პირველ რიგში გაზრდილი გაყიდვებით გამოისახება.

Google-ში ეფექტური სარეკლამო კამპანიების შექმნით შედეგი მომენტალურია.

სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრა შესაძლებელია ნებისმიერი მოცულობით და ეფექტური ხარჯვის პირობებში მაქსიმალური შედეგის მიღებით.

SEO თუ Adwords? – უპირატესობები და ნაკლოვანებები:​

SEO-ს უპირატესობები:

მთავარი მიზეზი, რის გამოც SEO-ს ირჩევენ არის ის, რომ მას დროთა განმავლობაში მაღალი ხარისხის ორგანული ტრაფიკის გენერირება შეუძლია.

SEO დასაწყისში იძლევა უმნიშვნელო შედეგებს, მაგრამ მუდმივი ოპტიმიზაციის პირობებში მზარდია და დროთა განმავლობაში სტაბილური შედეგის მომტანი.

SEO-ს ნაკლოვანებები:

საძიებო სისტემები მუდმივად ცვლიან ალგორითმებს და ამ ცვლილების გამო ერთ დღეს შეიძლება დაკარგოთ წამყვანი პოზიციები და გადაინაცვლოთ საძიებო სისტემის სხვა გვერდებზე.
ამიტომ საჭიროა SEO-ზე მუდმივი მუშაობა და ახალი ტენდენციების თანახმად განახლება.

გასათვალისწინებელია ის რომ, სტატისტიკის მიხედვით საძიებო სისტემებში სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების მაძიებლების დიდი ნაწილი წამყვან პოზიციებზე განთავსებული რეკლამებით ინტერესდება და უდიდესი ნაწილი არასდროს გადადის საძიებო სისტემის მეორე გვედზე. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საძიებო სისტემაში თქვენი პოზიციების სტაბილურობას. რაზეც, როგორც ზევით ვახსენეთ მუდმივი ზრუნვა და მუშაობაა საჭირო. ეს კი შესაძლებელია SEO-ს ძლიერი სპეციალისტის დაქირავებით. რაც მცირე თანხასთან არ არის დაკავშირებული.

Adwords-ის უპირატესობები:

პირველ რიგში ეს არის ტრაფიკის სწრაფი ზრდა.

შესაძლებელი ხდება საკვანძო სიტყვების და ფრაზების ფართო სპექტრის გამოყენება და დაკავშირება. ეს აადვილებს სამიზნე აუდიტორიის მოძიებას. გამორიცხავთ რეკლამის ჩვენებას არამიზნობრივ აუდიტორიაზე და მარკეტინგული რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას. თქვენს მიერ რეკლამაზე დახარჯული თანხა მაქსიმალურად კონვერტირებადია დასახულ მიზნებში.

სწრაფად ამაღლებს ბრენდის ცნობადობას, რადგან საძიებო სისტემის TOP პოზიციებზე განთავსებულ რეკლამას იხილავს ბევრი ადამიანი მიუხედავად იმისა ,,დააქლიქებს,, თუ არა. ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მუშაობს საბანერო რეკლამებიც, რომლის გაშვება შეგიძლით Google-ს პარტნიორ პორტალებზე, როგორიცაა: YouTube, ასევე Gmail, ასიათასობით ვებ.გვერდი,  ბლოგი თუ აპლიკაცია და აჩვენოთ თქვენი საბანერო რეკლამა ფართო აუდიტორიას.

Google Adwords ტრაფიკის შესანარჩუნების საუკეთესო ინსტრუმენტია, სანამ თქვენი ვებ.გვერდი გადის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას.

მართვის სიმარტივე – Adwords-ში შეგიძლიათ მართოთ მარტივად კამპანიები. დღის თქვენთვის სასურველ მონაკვეთში გაუშვათ რეკლამა და არასასურველ დროს გამორთოთ.

რომელი ავარჩიოთ?

არჩევანის გაკეთებამდე, საჭიროა ჩამოაყალიბოთ თქვენი კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ რომელი მიმართულება იქნება ეფექტური თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის მოცემულ მომენტში და რომელი მეთოდით მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგს.