კონტექსტური რეკლამა: როგორ მუშაობს, სარგებელი და რატომ არის საჭირო რეკლამის ეს ფორმა?

რა არის კონტექსტური რეკლამა?

კონტექსტური რეკლამა არის მიზანმიმართული რეკლამის ფორმა, რომელშიც რეკლამის შინაარსი პირდაპირ კორელაციაშია იმ ვებ-გვერდის/საიტის შინაარსთან, რომელსაც მომხმარებელი ათვალიერებს.

კონტექსტური რეკლამა გულისხმობს ვებ-გვერდებზე/საიტებზე რეკლამების განთავსების პრაქტიკას ამ გვერდების შინაარსის საფუძველზე.

კონტექსტური რეკლამის მაგალითები:

კონტექსტური რეკლამის მაგალითი
კონტექსტური რეკლამის მაგალითი N1

 

კონტექსტური რეკლამის მაგალითი N2
კონტექსტური რეკლამის მაგალითი N2
  1. რეკლამა, რომელიც გთავაზობთ სპეციალურ ფასს იტალიის მიმართულებით ფრენის დროს და განთავსებულია ავიაბილეთების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმაზე.
  2. კონკრეტული მოდელის ლეპტოპის რეკლამა, რომელიც განთავსებულია ტექნიკის ონლაინ მაღაზიის ვებსაიტზე.
  3. საბურავების რეკლამა, რომელიც ჩნდება ავტონაწილების ვებსაიტზე.
  4. ვიდეოში შინაარსობრივი რეკლამა: ამ ტიპის კონტექსტუალური რეკლამის მაგალითი იქნება საბურავების რეკლამა YouTube -ზე, რომელიც ნაჩვენებია ავტო ბლოგის ვიდეოს ყურების დროს.

როგორ მუშაობს კონტექსტური რეკლამა?

კონტექსტური რეკლამა გულისხმობს რეკლამის გამშვები პლატფორმის საშუალებით კონტექსტური დამიზნების პროცესს, რომელიც თქვენს რეკლამას განათავსებს თქვენი მომსახურების ან პროდუქციის შესაბამისი შინაარსის მქონე ვებ-გვერდებზე, ვიდეო პორტალებსა და მობილურ აპლიკაციებში. მაგალითად, Google Display Network-ი ასე მუშაობს:

1. კონტექტური რეკლამის სწორი პარამეტრების შერჩევა

იმისათვის, რომ მიიღოთ ეფექტური მარკეტინგი, პირველ რიგში სარეკლამო სისტემამ უნდა იცოდეს, რას ეხება თქვენი კამპანია და რა არის მიზანი, მარტივად შეაფასოს რეკლამის ხარისხი, რათა მან შეძლოს თქვენი რეკლამების განთავსება შესაბამის ვებ-გვერდებსა, ბლოგებში, ვიდეო პორტალებსა თუ მობილურ აპლიკაციებში.

  • თემები: ეფექტური მარკეტინგისთვის საჭიროა კატეგორიების ფართო სპექტრიდან საწყის ეტაპზევე შეირჩეს სწორი თემატიკა, რომელშიც განთავსდება თქვენი კონტექსტური რეკლამა.
  • საკვანძო სიტყვები: Google-ის თანახმად, თითოეულ კამპანიაში უნდა იყოს გამოყენებული 5-50 საკვანძო სიტყვა, მათ შორის უარყოფითი საკვანძო სიტყვები, რაც ხელს შეუწყობს ქსელს გააკეთოს ზუსტი ანალიზი და მოახდინოს სწორი ფოკუსირება კონტექსტზე.

თემის და საკვანძო სიტყვების ანალიზის შემდეგ სისტემა იწყებს კონტექსტური რეკლამის გაშვებას.

2. Google აანალიზებს თავის ქსელში არსებულ გვერდებს

როდესაც ხდება თქვენი რეკლამის შეთავაზება, Google გააანალიზებს შინაარსის თითოეულ საჩვენებელ ქსელში განთავსებულ შინაარსს, რათა შეეცადოს თქვენი რეკლამა დაუთმოს ყველაზე შესაბამის შინაარსს. იგი ითვალისწინებს ტექსტს, ენას, გვერდის სტრუქტურას, ბმულის სტრუქტურას და საკვანძო სიტყვებს.

3. თანხმობა თქვენი რეკლამის სისტემაში გაშვებაზე

თქვენს მიერ შეთავაზებული რეკლამის შინაარსის, თემის, საკვანძო სიტყვების და რეკლამის განთავსების სამიზნე პლატფორმების შინაარსის ანალიზის შემდეგ, მიიღება გადაწყვეტილება სისტემაში რეკლამის გაშვების შესახებ და თქვენი რეკლამა იწყებს გამოჩენას სამიზნე პლატფორმებზე.

კონტექსტური რეკლამის გამშვები სისტემები

კონტექსტური რეკლამის ყველაზე პოპულარული სისტემაა Google AdSense. Google-ს პარტნიორი მილიონობით პორტალი, ვებ.გვერდი და ბლოგი, რომელიც ჩართულია Google AdSenseში წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, სადაც შეგიძლიათ თქვენი რეკლამის ჩვენება. Display Network-ში გაშვებული რეკლამა მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებლების 90%-ს აღწევს და Google-ს ეს სარეკლამო არხი საუკეთესო შესაძლებლობაა ფართო აუდიტორიაზე სამუშაოდ.

საბანერო რეკლამა
თქვენი კონტექტური რეკლამა ვებ გვერდებსა და აპლიკაციებში

კონტექსტური რეკლამის ბენეფიტები

კონტექსტური რეკლამის ბენეფიტებს შორის ერთ-ერთი ძირითადი არის შესაძლებლობა, მოახდინოთ თქვენი ბრენდის, მომსახურების და პროდუქტის სწრაფი პოპულარიზაცია იმ პლატფორმების საშუალებით, რომელსაც სტუმრობს თქვენი თემატიკის შინაარსის პირდაპირი თუ ირიბი დაინტერესების მქონე აუდიტორია.

კონტექსტური რეკლამა ნაკლებად აღიზიანებს მომხმარებელს, ვიდრე ტრადიციული რეკლამა. ამიტომ ის უფრო ეფექტურად ახდენს გავლენას მომხმარებელზე. ის გვიჩვენებს მომხმარებლის ინტერესის სფეროს და ამით ზრდის პასუხის მიღების შანსს.

“კონტექსტური რეკლამა” – რას გთავაზობთ?

AdSource გთავაზობთ გრაფიკული საეკრანო ბანერების განთავსებას Google-ს პარტნიორ პორტალებზე, როგორიცაა YouTubeასევე Gmail და ის ვებ.გვერდები და აპლიკაციები, რომლებიც ჩართულია Google AdSense-ში.

ზუსტი თარგეთირებით ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას კონკრეტულ სეგმენტზე. გამოვიყენებთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს და თქვენს კონტექტურ რეკლამას მივცემთ სწორ მიმართულებას. რეკლამას ვაჩვენებთ მიზანმიმართულად იმ აუდიტორიას, რომლისგანაც გაქვთ თქვენი კომპანიის მომსახურების მიღების მოლოდინი.