Google რემარკეტინგი (რეტარგეტინგი)

Google რემარკეტინგი რეტარგეტინგი. Last Updated 2021
რემარკეტინგი

რა არის რემარკეტინგი?

Google რემარკეტინგი, ასევე ცნობილია, როგორც რეტარგეტინგი არის ონლაინ რეკლამის ფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ მიზნობრივი რეკლამა იმ მომხმარებლებს, ვინც უკვე ეწვია თქვენ საიტს. ეს საშუალებას გაძლევთ სტრატეგიულად განათავსოთ თქვენი რეკლამები ამ აუდიტორიის წინაშე, როდესაც ისინი ათვალიერებენ Google-ს ან მის პარტნიორ ვებსაიტებს, რითაც დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი ბრენდის ცნობადობა ან შეახსენოთ ამ აუდიტორიას შესყიდვის გაკეთება. თქვენი საიტის ვიზიტორები დაინახავენ Google რემარკეტინგ სტრატეგიით გაშვებულ თქვენ რეკლამას ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა საიტებსა და ვიდეო პორტალებზე (YouTube ვიდეოებს ყურების ან საინფორმაციო საიტებზე სტატიების წაკითხვის დროს).

რემარკეტინგს, შეუძლია მკვეთრად გაზარდოს თქვენი საიტის კონვერსიის მაჩვენებელი. ეს იმიტომ ხდება, რომ წარსულში თქვენი საიტის სტუმრები, რომლებიც უკვე იცნობენ თქვენს ბრენდს, გაცილებით დიდი ალბათობით გახდებიან თქვენი ბრენდის მომსახურების მომხმარებლები.

 

რემარკეტინგი, Google რეტარგეტინგი. რა არის რემარკეტინგი. Updated 2021
Google რემარკეტინგი

რატომ რემარკეტინგი (რეტარგეტინგი)? – Google Ad Retargeting-ის უპირატესობები:

წრაფი მიღწევა/დროული დამიზნება: Google-ის რემარკეტინგი (რეტარგეტინგი) არის ონლაინ მარკეტინგის მძლავრი ტექნიკა, რადგან ის საშუალებას გაძლევთ დარჩეთ კავშირში თქვენს სამიზნე აუდიტორიასთან მას შემდეგაც კი, როდესაც მომხმარებელი ტოვებს თქვენს საიტს და აგრძელებს მსგავსი მომსახურების ან პროდუქტის ძებნას ინტერნეტ სივრცეში.

დადებითი სტატისტიკა: სტატისტიკურად რემარკეტინგულ რეკლამებს აქვთ გაცილებით მაღალი კონვერტაციის მაჩვენებლები, ვიდრე ტიპიურ საბანერე რეკლამებს სტანდარტული ჩვენებების შემთხვევაში. სხვა სარეკლამო სტრატეგიებთან შედარებით 2-3 ჯერ მეტია კონვერსიის მაჩვენებელი.

ეფექტური ფასი: რა ღირს Google რემარკეტინგი? – თქვენი Google რემარკეტინგის ხარჯები განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ ჯდება თქვენი კამპანიები თქვენს ონლაინ მარკეტინგულ სტრატეგიაში. თუმცა, ზოგადად, Google-ის რემარკეტინგული რეკლამები იმ თვისების გამო, რომ ის მუშაობს მიზნობრივ აუდიტორიაზე არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სხვა სტრატეგიებთან შედარებით გამოირჩევა სარეკლამო ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვით.

რას გთავაზობთ?

“AdSource” გთავაზობთ თქვენი პროდუქციის პოპულარიზაციას ვებ სივრცეში ეფექტური სარეკლამო სტრატეგიებით. ზუსტ “ტარგეტირებას”, ფოკუსირებას მიზნობრივ სეგმენტზე და მარკეტინგული რესურსის რაციონალური ხარჯვის პირობებში პროდუქციის გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას.

Google-ს სხვა სარეკლამო კამპანიები:

 

„სწორი არჩევანი წარმატების საწინდარია“

Tags: