შექმენი Zoom ვირტუალური სესიები, გამოაქვეყნე ვებ.საიტზე და გახადე ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის!
რა უპირატესობა აქვს Zoom-ის თქვენ ვებ საიტზე ინტერგაციას?
დღეს სხვადასხვა ბიზნეს მოდელისთვის გამოწვევად რჩება მომხმარებლის ნაკადის, რიგის მართვა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაცია. ამავდროულად, თითქმის ყველა ბიზნეს მოდელი ეძებს გზებს გაამარტივოს პროცესები და გახადოს ხელმისაწვდომი მომსახურება მეტი მომხმარებლისთვის, ვიდრე ეს ყველაფერი შესაძლებელია კომპანიის ოფისში მომხმარებლის ვიზიტით.
ვებ.საიტზე ინტეგრირებული Zoom-ის უპირატესობები:
- მარტივი რეგისტრაცია:Zoom-ის ონლაინ სესიის შეძენა შეუძლია მხოლოდ თქვენ საიტზე რეგისტრირებულ მომხმარებელს, ამისთვის მომხმარებელი თქვენ საიტზე ავსებს რეგისტრაციის მარტივ ფორმას, რომელიც შედგება სულ რამოდენიმე აუცლებელი ველით, როგორიცაა: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონის ნომერი.
- ვირტუალური (ონლაინ) სესიის მარტივად დაჯავშნა მომხმარებლის მიერ: თქვენ საიტზე ავტორიზირებულ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი შინაარსის ვირტუალური სესია, კალენდარზე მონიშნოს დღე და საათი რა დროსაც ხელმისაწვდომია მისთვის სასურველი ვირტუალური სესია და პლასტიკური ბარათის საშუალებით მოახდინოს ანგარიშწორება. თანხის გადახდის შემდეგ მომხმარებელი მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ზუმის მიერ მისთვის დაგენერირებულ ბმულს.
- Zoom-ის ვირტუალური სესიების მარტივად დაგეგმვა ავტორის მიერ: ვირტუალური სესიების სამართავ პანელში სესიის ავტორს აქვს შესაძლებლობა დაგეგმოს ონლაინ სესიების განრიგი და გამოაქვეყნოს თქვენ ვებ.საიტზე. განრიგის ავტომატურად გამოქვეყნების შემდეგ ვებ.საიტზე მომხმარებლისთვის კალენდარზე ჩანს თავისუფალი და დაკავებული სესიები დღეების და საათების მიხედვით.
- Zoom-ის სესიების Google Calendar-თან ინტეგრაცია: თქვენი ვებ.საიტის და Google Calendar-ის სინქრონიზაცია იძლევა შესაძლებლობას კიდევ უფრო მარტივი გახდეს ვირტუალური სესიების ორგანიზება და მართვა. ვებ საიტიდან ავტორიზირებული მომხმარებლის მიერ ვირტუალური სესიის შეძენის და დაჯავშნის შემდეგ ვირტუალური სესიის ავტორის (ექიმი, მასწავლებელი, კონსულტანტი, ტრენერი და სხვა) Google Calendar-ზე ავტომატურად ჩაინიშნება Zoom -ის შეხვედრა ვირტუალური სესიის ბმულით.
ვის დაეხმარება Zoom-ის ვირტუალური სესიები?
სამედიცინო დაწესებულებები:
სამედიცინო დაწესებულებებს ეძლევათ საუკეთესო შესაძლებლობა ჩანაცვლდეს პაციენტების ადგილზე სამედიცინო დაწესებულებებში კონსულტაციები ვირტუალური კონსულტაციებით, რაც იძლევა შესაძლებლობას სამედიცინო დაწესებულება დღის განმავლობაში მოემსახუროს გაცილებით დიდი რაოდენობის პაციენტს ვიდრე ფიზიკურად პაციენტების ვიზიტებით არის შესაძლებელი. მოდელი განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა მხოლოდ კონსულტაცია ექიმთან. პაციენტებს შეუძლიათ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის გარეშე ვებ.საიტიდან შეარჩიონ მისთვის სასურველი ექიმი, შერჩეულ ექიმთან ხელმისაწვდომი დროებიდან კალენდარზე შეარჩიოს მისთვის სასურველი დრო, დაჯავშნოს ვირტუალური კონსულტაცია და მოახდინოს შესაბამისი თანხის გადახდა პლასტიკური ბარათის გამოყენებით.
საგანმანათლებლო დაწესებულებები:
საუკეთესო შესაძლებლობაა ინდივიდუალური ან/და ჯგუფური ვიდეო გაკვეთილების და ვებინარების გაყიდვა თქვენი ვებ.საიტის საშუალებით. მსურველს აქვს შესაძლებლობა თქვენ ვებ.საიტზე შეარჩიოს მისთვის სასურველი ვიდეო გაკვეთილი თუ ვებინარი, პლასტიკური ბარათით მოახდინოს ანგარიშწორება, თანხის გადახდის შემდეგ კი მიიღოს ვიდეო გაკვეთილის ან ვებინარის Zoom-ის მიერ დაგენერირებული ბმული.
საკონსულტაციო ჯგუფები და კომპანიები:
საუკეთესო შესაძლებლობა მომხმარებელს გაუწიოთ კონსულტაცია ვირტუალურად, როგორც ლოკალური ისე გლობალური მაშტაბით. მაგ, თუ თქვენ ხართ იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფი გაქვთ შესაძლებლობა იმ ინდივიდებს და კომპანიებს, ვინც დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციით ან სხვა საკონსულტაციო მომსახურებით შესთავაზოთ ვირტუალური კონსულტაციის შეძენა თქვენი საიტის საშუალებით და კონრეტულ დროს გაუწიოთ ვირტუალური მომსახურება Zoom-ის საშუალებით.
ტრენერები
ფიტნეს კლუბებს და ტრენერებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ვებ გვერდის საშუალებით გაყიდონ კონკრეტული ხანგრძლივობის ინდივიდუალური თუ ჯგუფური ტრენინგი.
რას გთავაზობთ?
AdSource გთავაზობთ Zoom-ის ინტეგრაციას თქვენ ვებ, საიტზე მრავალფეროვანი უფლებათა დონეებით, რაც მოგცემთ შესაძლებლობას გაიმარტივოთ ბიზნეს პროცესი, შეამციროთ ხარჯები და გაზარდოთ მომხმარებლების რაოდენობა ვებ სივრცეში თქვენი მომსახურების ხელმისაწვდომობის გარჯზე.