SEO ოპტიმიზაცია/SEO optimizacia – რა არის SEO? -“ვებ საიტის SEO ოპტიმიზაცია”

SEO, seo optimizacia, seo ოპტიმიზაცია, სეო ოპტიმიზაცია, რა არის SEO ოპტიმიზაცია
რა არის SEO ოპტიმიზაცია?

SEO ოპტიმიზაცია საძიებო სისტემაში ციფრული მარკეტინგის კეთების შემადგენელი კომპონენტია. მის გარეშე კარგი დიზაინის მქონე ვებ გვერდის ფლობა არ ნიშნავს, რომ თქვენი ვებ გვერდი გაივლის ადაპტაციას საძიებო სისტემებთან და დაიკავებს წამყვან პოზიციებს.

საიტის SEO უზრუნველყოფს თქვენი ვებ გვერდის გაყვანას საძიებო სისტემების წამყვან პოზიციებზე და გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას. ხშირად ხილვადი ვებ გვერდი კი გაზრდის თქვენი პროდუქტის და მომსახურების ინტერესს პოტენციურ მომხმარებლებში და აამაღლებს ბრენდის ცნობადობას.

SEO ოპტიმიზაციის შესახებ:

  • რა არის SEO ოპტიმიზაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
  • SEO ოპტიმიზაციისთვის რელევანტური საკვანძო სიტყვების კვლევა.
  • On-Page SEO – ოპტიმიზაციის საუკეთესო პრაქტიკა.

 

1. რა არის SEO ოპტიმიზაცია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

SEO ოპტიმიზაცია (Search Engine Optimization) – ეს არის ვებსაიტის ხილვადობის გაზრდის ზემოქმედების პროცესი, საძიებო სისტემაზე ბუნებრივი ანუ, რაიმე მატერიალური ხარჯის გაწევის გარეშე მიღებული შედეგი.

SEO ოპტიმიზაციის შედეგად ხდება ვებსაიტებისა და მათი შინაარსის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში. რელევანტურ საკვანძო სიტყვებზე რეაგირებით კი  ხდება რეალური მომხმარებლის აღმოჩენა, რომელიც ეძებს საკვანძო სიტყვის შინაარსის მომსახურებას თუ პროდუქტს.

ტერმინი SEO ოპტიმიზაცია ასევე აღწერს ვებ-გვერდების სწორი წყობის შექმნას საძიებო სისტემის ინდექსაციის პროგრამული უზრუნველყოფისთვის, რომელიც “crawlers” – ის სახელით არის ცნობილი და რომლის მიზანიც არის იპოვოს თქვენი ვებ-გვერდები, მოახდინოს სკანირება და შემდგომ ინდექსაცია.

მიუხედავად იმისა, რომ SEO ოპტიმიზაციის შესახებ არსებობს გარკვეული ინფორმაცია, SEO-ს შესახებ მაინც არსებობს კითხვები, როგორიცაა:

• როგორ ხდება საიტის SEO-ს ოპტიმიზაცია?
• რა დრო სჭირდება ვებსაიტის სრულფასობან SEO ოპტიმიზაციას?
• როგორ გავარჩიო „ცუდი“ და „კარგი“ SEO რჩევები?

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, თუ როგორ შეგიძლიათ რეალურად გამოიყენოთ SEO. რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს თქვენი ბიზნესის ლიდერობას საძიებო სისტემებში, ე.წ „ტრაფიკის“ მიღებას და გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას.

რატომ უნდა იზრუნო SEO ოპტიმიზაციაზე?

ყოველდღიურად საძიებო სისტემებში მილიარდობით ძებნა ხორციელდება. ეს ნიშნავს სპეციფიკური, მაღალი განზრახვით, კონკრეტული მომსახურების თუ პროდუქტის მაძიებელთა უზარმაზარ რაოდენობას.

ბევრი ადამიანი ეძებს კონკრეტულ პროდუქტებსა და მომსახურებებს, შემდეგში შეძენის მიზნით. ცნობილია, რომ ამ ძიებებს აქვთ კომერციული მიზანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძებნაში აშკარად მიუთითებენ იმაზე, რისი შეძენაც სურთ და ასეთი მაძიებელი პოულობს თქვენს შეთავაზებას.

ადამიანები ეძებენ სხვადასხვა ნივთებს და მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ბიზნესთან და რომლის მიწოდებასაც თქვენ ახდენთ ბაზარზე. SEO-ს საშუალებით უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ დაუკავშირდეთ ამ ხალხს და თქვენი პროდუქციის და მომსახურების მიწოდებით დააკმაყოფილოთ მოთხოვნა.

სინამდვილეში რა მუშაობს საძიებო სისტემებიდან SEO “ტრაფიკის” გაუმჯობესებაზე?

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Google პასუხისმგებელია მსოფლიოში საძიებო სისტემის ტრაფიკის უდიდეს ნაწილზე. ანუ, ძიებების უდიდესი ნაწილი ამ საძიებოს სისტემაზე მოდის და ამიტომ კომპანიებისთვის, ვისაც სურს წარდგნენ საძიებო სისტემის წამყვან პოზიციებზე თითქმის ყოველდღიურ საზრუნავად რჩება პოზიციების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

SEO ოპტიმიზაცია, სეო ოპტიმიზაცია, seo optimizacia როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგია. Last updated 2023.
SEO ოპტიმიზაცით მიღებული შედეგი

როგორ განსაზღვრავს Google, რომელი გვერდები მიაწოდოს საძიებოს სისტემაში პროდუქტისა და მომსახურების მაძიებლებს? როგორ მიიტანოს მთელი ეს ღირებული ტრაფიკი თქვენს საიტზე?

Google-ის ალგორითმი ძალიან რთულია.

  • Google ეძებს გვერდებს, რომლებიც შეიცავს მაღალხარისხოვან, შესაბამის ინფორმაციას, რომელიც ეხება მაძიებლის მოთხოვნებს.
  • Google-ის ალგორითმი განსაზღვრავს თქვენი ვებ გვერდის შესაბამისობას შინაარსის „სკანირებით“ (ან წაკითხვით) და (ალგორითმულად) შეფასებით, არის თუ არა ეს შინაარსი შესაბამისი, თუ რას ეძებს მაძიებელი, მასში შემავალი საკვანძო სიტყვებისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე (ცნობილი როგორც „რანჟირების სიგნალები“) .
  • Google განსაზღვრავს “ხარისხს” მრავალი საშუალებით, მაგრამ საიტის ბმულების რაოდენობა და ხარისხი, რომლებიც უკავშირდება ვებ გვერდს და მთლიანად საიტს, ყველაზე მნიშვნელოვანია.

იმის დასადგენათ, თუ რომელ პოზიციაზე უნდა განთავსდეს საიტი საძიებო სისტემაში Google სულ უფრო მეტ დამატებით “რანჟირების სიგნალებს” აფასებს. როგორიცაა:

  • როგორ ურთიერთობენ ადამიანები საიტთან (პოულობენ ისინი მათთვის საჭირო ინფორმაციას და რჩებიან საიტზე, ან ისინი ბრუნდებიან ისევ საძიებო გვერდზე და აწკაპუნებენ სხვა ბმულზე? ან საერთოდ უგულებელყოფენ ჩამონათვალში თქვენ ვებ გვერდს?)
  • საიტის ჩატვირთვის სიჩქარე და ე.წ “Mobile Friendly” სტატუსი
  • რამდენი უნიკალური შინაარსი აქვს საიტს (“პოსტი” ან დაბალი ღირებულების შინაარსის მქონე გვერდი)

ასობით რანჟირების ფაქტორია, რომელსაც Google-ის ალგორითმი ითვალისწინებს ძიების საპასუხოდ, დრო და დრო Google ახდენს ამ პროცესის განახლებასა და დახვეწას, იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მაღალი ხარისსხის მომსახურება.

 

2. SEO ოპტიმიზაციისთვის რელევანტური საკვანძო სიტყვების კვლევა

პირველი ნაბიჯი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში არის იმის დადგენა, თუ რისი ოპტიმიზაციისთვის ხართ მზად. ეს ნიშნავს, რომ წინასწარ განსაზღვროთ ტერმინები, რომლებსაც ადამიანები ეძებენ, ანუ განსაზღვროთ “საკვანძო სიტყვები”, რომელზეც გსურთ მოხდეს თქვენი საიტის რანჟირება საძიებო სისტემაში.

საიტის SEO ოპტიმიზაცია Google, seo optimizacia, google optimizacia, google ოპტიმიზაცია.
საკვანძო სიტყვის ანალიზი – SEO ოპტიმიზაცია

საკვანძო სიტყვების შერჩევის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი:

  • ძიების მოცულობა – პირველი ფაქტორი, ეს არის მაჩვენებელი, რომელიც გაჩვენებთ საკვანძო სიტყვის გამოყენების რაოდენობას ძიებებში. რაც უფრო მეტი ადამიანი ეძებს კონკრეტული საკვანძო სიტყვით, მით უფრო დიდია პოტენციური აუდიტორიის მიღწევა.
  • შესაბამისობა – საკვანძო სიტყვა შეიძლება ხშირად მოიძებნოს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის თქვენთვის პერსპექტიულია. საკვანძო სიტყვების შესაბამისობა, ან კავშირი საიტის შინაარსსა და მომხმარებლის საძიებო მოთხოვნას შორის, არის გადამწყვეტი სიგნალი.
  • კონკურენცია – ძიების უფრო მაღალი მოცულობის საკვანძო სიტყვებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი რაოდენობის „ტრაფიკის“ მიღება, მაგრამ კონკურენცია საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე პრემიუმ პოზიციონირებისთვის შეიძლება იყოს ძლიერი. ასეთი საკვანძო სიტყვებზე თქვენი საიტის (საიტის კონკრეტული გვერდის) შინაარსის ოპტიმიზაციაზე უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე დაბალი კონკურენციის პირობებში.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია იცოდეთ ვინ არიან თქვენი სავარაუდო მომხმარებლები და რას ეძებენ ისინი. უნდა იცოდეთ შემდეგი:

  • რა სახის საგნები აინტერესებთ და რას ეძებენ?
  • რა ენას იყენებენ საძიებო სისტემაში?
  • რა ლოკაციაზეა პოტენციური მომსხმარებელი?
  • კიდევ ვისგან ყიდულობენ პროდუქტს თუ მომსახურებას?

გარდა ამისა, თუ თქვენ გაქვთ არსებული საიტი, თქვენ სავარაუდოდ უკვე მიიღებთ გარკვეულ ტრაფიკს საძიებო სისტემებიდან. თუ ეს ასეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საკუთარი საკვანძო სიტყვების მონაცემები, რაც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რომელი საკვანძო სიტყვები მუშაობს.

სამწუხაროდ, Google-მა შეწყვიტა დეტალური ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რას ეძებენ მაძიებლები საძიებო სისტემაში. Google ამ მონაცემების გარკვეულ ნაწილი ხელმისაწვდომია სხვადასხვა უფასო ხელსაწყოების გამოყენებით. მაგ: ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყოა Google Trends.

ამ მონაცემების გარკვეულ ნაწილს ხელმისაწვდომია Google-ს უფასო “Webmaster Tools” ინტერფეისით. ეს არის ძალიან ღირებული SEO ინსტრუმენტი, როგორც საძიებო მოთხოვნის მონაცემების აღმოსაჩენად, ასევე სხვადასხვა ტექნიკური SEO პრობლემების დიაგნოზირებისთვის.

საკვანძო სიტყვების ანალიზის შემდეგ აუცილებელია თქვენი პირდაპირი კონკურენტების შეფასება, რომლებიც წარმოდგენილია საძიებო სისტემის წამყვან პოზიციებზე. საკვანძო სიტყვის ფარდობითი კონკურენციის განსაზღვრა საკმაოდ რთული ამოცანაა. ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეფასდეს:

  • რამდენად სანდო და ავტორიტეტულია კონკურენტების საიტები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ თქვენ საიტს. აქ პირველ რიგში მნიშვნელოვანია კონკურენტი საიტების გვერდების „კონტენტის“ შინაარსის ხარისხზე ყურადღების გამახვილება.
  • რამდენად პოპულარული და ავტორიტეტულია ცალკეული გვერდი ძიების შედეგში (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: რამდენი ბმული აქვს თავად გვერდს და რამდენად მაღალი ხარისხის, სანდო და შესაბამისია ეს დამაკავშირებელი საიტები?)

რამდენად კარგად არიან ბმულები შესაბამის საკვანძო სიტყვებთან (იძლევიან თუ არა მაძიებლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს).

 

3. On-Page SEO – ოპტიმიზაციის საუკეთესო პრაქტიკა

მას შემდეგ, რაც თქვენი საკვანძო სიტყვების სია გექნებათ, შემდეგი ნაბიჯი თქვენი მიზნობრივი საკვანძო სიტყვების რეალურად დანერგვაა თქვენი საიტის შინაარსში. თქვენს საიტზე თითოეულ გვერდზე უნდა იყოს გათვლილი ძირითადი საკვანძო სიტყვები, ასევე დაკავშირებული სიტყვები თუ ფრაზები.

სათაური “Title Tags”

კონკრეტული თემატიკის გვერდის თუ პოსტის შედგენის დროს თემის სათაურს და შემდგომ ქვესათაურებს ძალიან დიდი ტვირთი და წონა აქვს. აქედან გამომდინარე სათაურების საკვანძო სიტყვებთან მიმართებაში სწორად დასათაურებას და გამოყენების სწორ სიხშირეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სათაურის “თეგის” სიგრძე, რომელსაც Google აჩვენებს საძიებო სისტემაში პიქსელებზეა დაფუძნებული და არა სიმბოლოების რაოდენობაზე. სტანდარტულად 55-60 სიმბოლო გამოყენება ითვლება სწორად. მცირე სიგრძის სათაურის შემთხვევაში შესაძლებელია დაემატოს საკვანძო სიტყვის მოდიფიკატორი და შეივსოს ცარიელი სივრცე.

აღწერილობა “Meta Descriptions”

მიუხედავად იმისა, რომ სათაურის “თეგი” ეფექტურად წარმოადგენს თემის სათაურს, მეტა აღწერა (კიდევ ერთი მეტა HTML ელემენტი, რომლის განახლებაც შესაძლებელია თქვენი საიტის კოდში, მაგრამ არ ჩანს თქვენს რეალურ გვერდზე) ეფექტურად წარმოადგენს თქვენი საიტის დამატებით სარეკლამო ასლს. თუ სატის გვერდებს დამაჯერებელი აღწერები აქვს მნიშვნელოვნად იზრდება ტრაფიკის მიღების შანსი.

ეს არის რეალური აღწერილობის მაგალითი, რომელიც ნაჩვენებია ძიების შედეგებში:

seo optimizacia, seo ოპტიმიზაცია, ვებ საიტის სეო ოპტიმიზაცია.
აღწერილობა “Meta Descriptions” – საძიებო სისტემის ძიების შედეგებში

ტექსტი “Body Content”

ტექსტი და მისი შინაარსი უპირველესია Google-სთვის.  ეს არის საკითხი, სადაც ყველაზე მკაცრი მოთხოვნები აქვს და ამიტომ საიტის გვერდების ტექსტების შედგენის დროს მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია. ეს იქნება მცირე, თუ მოცულობითი ტექსტების მქონე გვერდები. გარდა ამისა, აუცილებლად საყურადღებოა საიტებზე დიდი რაოდენობის გვერდების არსებობის შემთხვევაში რამდენი გვერდია ხარისხიანი და რამდენი არა. რაც უფრო ბევრია ხარისხიანი გვერდების რაოდენობა მით უფრო მაღალია Google-ს შეფასება. აქედან გამოდინარე შანსი იმისა, რომ თქვენი საიტი დაიყავებს წამყვან პოზიციებს საძიებო სისტემაში უფრო მაღალია.

ბმულების სტრუქტურა “URL Structure”

„უკეთესი SEO-სთვის“ საჭიროა მაღალი ხარისხის შიდა ბმულების შექმნა. სწორად შერჩეული ბმული ეხმარება Google-ს გამოარკვიოს კონკრეტული საკვანძო სიტყვის ქვეშ შედგენილი შინაარსი და უზრუნველყოს საიტის გვერდის საძიებო სისტემაში წარმოჩენა.

სქემის აღნიშვნა-მარკირება “Schema & Markup”

სქემის აღნიშვნა SEO ოპტიმიზაციის შემადგენელი ღონისძიებაა. მარკირება არის კოდი (სემანტიკური ლექსიკა), რომელსაც თქვენ განათავსებთ თქვენს ვებ – გვერდზე, რათა დაეხმაროთ საძიებო სისტემებს მომხმარებლებისთვის უფრო ინფორმატიული შედეგების დაბრუნებაში.

ვებსაიტების SEO ოპტიმიზაცია გუგლში, seo optimizacia.
Schema & Markup – ის შედეგი ტექსტურ რეკლამასთან ერთად.

არსებობს სხვადასხვა სახის მარკირება, რომელიც შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს საიტზე. მარკირებას აქვს ორი ძირითადი უპირატესობა.

  • ასეთი გვერდების შინაარსის დადგენას Google-ი გაცილებით სწრაფად ახდენს;
  • მარკირება იძლევა საშუალებას საძიებო სისტემაში თქვენი ტექსტური რეკლამა წარადგინოთ სტანდარტულისგან განსხვავებული ფორმით. „განსხვავებულობა“ თქვენს საიტს შესძენს უპირატესობას. სხვებისგან განსხვავებული რეკლამა მაძიებლის თვალთახედვის არეალში ხვდება და იძლევა პოტენციური მომხმარებლის თქვენს საიტზე შემოსვლის დიდ შანსს.

 

სხვა მომსახურებების შესახებ: საიტის დამზადება, რეკლამა გუგლში.

Last Updated 2021.

#საიტისოპტიმიზაციაგუგლში, #საიტისოპტიმიზაციაб #რასნიშნავსსეოოპტიმიზაცია, #რასნიშნავსseoოპტიმიზაცია, #რაარისსეოოპტიმიზაცია, #raarisseooptimizacia, #rasniSnavsseooptimizacia, #seomarketingi, #სეომარკეტინგი, #რაარისოპტიმიზაცია, #სეოოპტიმიზაციაფასი, #seooptimizaciafasi, #seoswavla, #seosheswavla, #სეოსსწავლა, #სეოსშესწავლა, #ოპტიმიზაციაგანმარტება, #optimizaciaganmarteba, #საძიებოსისტემისოპტიმიზაცია, #saZiebosistemisoptimizacia, #სეომომსახურებაფასი, #seomomsaxurebafasia, #saitisseooptimizaciagoogle